2021 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.3% შეადგინა - ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
საქსტატის თანახმად, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელი, ტრანსპორტი, წყალი, ელ.ენერგია და აირი, ჯანმრთელობის დაცვა.
სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში, საქსტატის თანახმად, 2021 წლის სექტემბერში ფასები, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შემდეგ პროდუქტებს მოემატა:
ზეთი და ცხიმი - ფასები გაიზარდა 40.7 %-ით
ბოსტნეული და ბაღჩეული - ფასები გაიზარდა 38.2 %-ით
რძე, ყველი და კვერცხი - ფასები გაიზარდა 17.1 % -ით
შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - ფასები გაიზარდა -16.6 % -ით
პური და პურპროდუქტები - ფასები გაიზარდა 13.2 %-ით
მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - ფასები გაიზარდა 12.6 %-ით
თევზეული - ფასები გაიზარდა 11.5 %-ით
ხორცი და ხორცის პროდუქტები - ფასები გაიზარდა 10.4-%-ით
ყავა, ჩაი და კაკაო - ფასები გაიზარდა 7.1 %-ით
ინფლაცია ფასთა დონის ზრდაა მსყიდველობითუნარიანობასთან შედარებით.