logo
ENG



ქუთაისის ქარვასლაში ხანძრის მიზეზი მოკლე ჩართვა ან ხატების კუთხეში ანთებული სანთელი გახდა

04 ოქტ 202112:47
3 წუთის საკითხავი
clock 766

ქუთაისში, სავაჭრო ცენტრ ქარვასლაში ხანძრის გამო ევაკუაცია გამოცხადდა. 

ხანძარი ქარვასლაში მეორე სართულზე მდებარე ტანსაცმლის მაღაზიაში გახდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ ან ელექტროენერგიის მოკლე ჩართვა გახდა, ან მაღაზიაში ხატების კუთხესთან ანთებული სანთელი. 

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო მანქანები, შენობიდან ყველა მოქალაქე გამოყვანილია. 

სახანძრო ბრიგადამ ქარვასლის ტერიტორია უკვე დატოვა, საფრთხე აღარ არსებობს, თუმცა შენობაში თანამშრომლებს არ უშვებენ.


close დახურვა