logo
ENG



სარჯველაძე აშშ-ის განცხადებაზე: ცალკეულ დარღვევებზე შეფასებები ცოტა გაზვიადებულია

04 ოქტ 202115:19
3 წუთის საკითხავი
clock 1524
სარჯველაძე აშშ-ის განცხადებაზე: ცალკეულ დარღვევებზე შეფასებები ცოტა გაზვიადებულია
ფორმულა

ეს განცხადება იწყება იმის ერთმნიშვნელოვნად აღიარებით, რომ არჩევნები ცალსახად შედგა, მართლზომიერია და ამ კუთხით დაეჭვების საბაბი არ არსებობს. რაც შეეხება განცხადებაში მითითებულ  ნაკლოვანებებს, რომელიც არსებობს და თუკი არსებობს, მის გამოსასწორებლად, რომ მომავალში აღარ გვქონდეს, ეს არის სწორი მიდგომა, თუმცა, ცალკეულ შემთხვევებში, ცალკეულ დარღვევებზე მითითებასთან დაკავშირებით გამაჩნია განსხვავებული მოსაზრება და ხშირ შემთხვევაში მეჩვენება, რომ განცხადებაში მითითებული შეფასებები ცოტა გაზვიადებულია.


close დახურვა