logo
ENG



Facebook-მა მუშაობა განაახლა

05 ოქტ 202102:05
3 წუთის საკითხავი
 
Facebook-მა მუშაობა განაახლა

Facebook-მა მუშაობა განაახლა. ის შეფერხებით, მაგრამ ფუნქციონირებს, ისევე, როგორც ინსტაგრამი და ვოთსაპი

ეს სამი პლატფორმა დაახლოებით 6 საათის განმავლობაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით იყო გათიშული. ინსტაგრამს და ვოთსაპს ფეისბუქი ფლობს - კომპანიის ისტორიაში ეს ყველაზე ხანგრძლივი გამორთვაა. 

ფეისბუქმა გათიშვისთანავე გაავრცელა განცხადება, რომ პრობლემის აღმოფხვრაზე მუშაობენ. მას შემდეგ კომპანიას არ დაუზუსტებია, რა გახდა გამორთვის მიზეზი. 

გამოცემა Insider Paper-მა დაწერა, რომ ფეისბუქის თანამშრომლებმა ოფისში შესვლაც ვერ მოახერხეს, ვინაიდან არც მათი საშვები მუშაობდა. 

ფეისბუქის აქციების ფასი ბოლო რამდენიმე საათში 5.43%-ით შემცირდა. 

ბლუმბერგის ინფორმაციით, კომპანიის მფლობელმა და დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა 7 მილიარდი აშშ დოლარი დაკარგა. 


close დახურვა