logo
ENG



თალაკვაძე: რიშის განცხადება ასე გავიგე, რომ ის იმედგაცრუებულია ოპოზიციის შედეგებით

05 ოქტ 202112:00
3 წუთის საკითხავი
clock 1746

ქართული ოცნების წევრმა, არჩილ თალაკვაძემ სენატორი ჯიმ რიშის განცხადებაში ოპოზიციისადმი კრიტიკა ამოიკითხა. როგორც თალაკვაძემ განცხადებიდან ამოიკითხა, ჯიმ რიში ოპოზიციის შედეგებით არის იმედგაცრუებული.

"მე უფრო ასე გავიგე ეს განცხადება, რომ ბატონი რიში იმედგაცრუებულია ოპოზიციის მიერ მიღებული შედეგებით, რომ ამ არჩევნებში, მართლაც, როგორც საარჩევნო კანონმდებლობის თვალსაზრისით, ისე საარჩევნო გარემოს გათვალისწინებით ოპოზიციას ნამდვილად ჰქონდა შესაძლებლობა, რომ კონკურენტულ რეჟიმში მიეღო მეტი მხარდაჭერა. თუმცა ჩვენ ვამბობდით, რომ ქართულ ოცნებას საპარლამენტო არჩევებში მიღებული მხარდაჭერა, რომელიც მან მიიღო, იყო ნამდვილი, ლეგიტიმური და შვიდთვიანი ხელოვნური საბოტაჟი და კრიზისი, რაშიც მათ შორის ბატონი რიშის და ევროპელი კოლეგების ჩართულობა გახდა საჭირო, რომ ეს მოლაპარაკეები დასრულებულიყოდა ოპოზიცია შემოსულიყო პარლამენტში. დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენს მიერ მიღებული შედეგი მაშინ იყო ლეგიტიმური და ნამდვილი", - განაცხადა თალაკვაძემ ჟურნალისტებთან.

ამერიკელმა სენატორმა, ჯიმ რიშმა განაცხადა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები "დაუჯერებლად იმედის გამაცრუებელი" იყო. სენატორი შეშფოთებულია დაშინებისა და ამომრჩევლის მოსყიდვის შესახებ გავრცელებული ცნობებით.


close დახურვა