logo
ENG



კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის ოჯახი ექიმებს უჩივის

07 ოქტ 202112:27
3 წუთის საკითხავი
clock 1051

კორონავირუსით გარდაცვილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის ოჯახი ექიმების დასჯას მოითხოვს.

გარდაცვლილის ოჯახს აქვს ეჭვები ექიმების დაუდევრობასთან, გულგრილობასთან, უყურადღებობასთან და უფლებამოსილების გადამეტებასთან დაკავშირებით.

გარდაცვლილის მამამ, გაიოზ ჩარკვიანმა, გენერალურ პროკურატურაში დღეს საჩივარი შეიტანა.

გაიოზ ჩარკვიანი შვილის გარდაცვალების მიზეზის გამოძიებას ითხოვს. მისი თქმით, გარდაცვალების მიზეზის არაერთი მტკიცებულება აქვს, მათ შორის კლინიკიდან შვილის გამოგზავნილი აუდიოფაილები, რომელთაც გამოძიებას მიაწვდის.

გაიოზ ჩარკვიანი იმ კლინიკაში დამონტაჟებული ვიდეოჩანაწერების ამოღებას ითხოვს, სადაც მისი შვილი მკურნალობდა.

20 წლის ფეხბურთელი ვახტან ჩარკვიანი რესპუბლიკურ საავადმყოფოში 10 სექტემბერს კორონავირუსით გარდაიცვალა.


close დახურვა