logo
ENG



ავღანეთში მეჩეთში ბომბის აფეთქების შედეგად 50 ადამიანი გარდაიცვალა

08 ოქტ 202117:43
3 წუთის საკითხავი
clock 625
2021/10/08/yoxbbwnsuwyqrmm.jpg
BBC

ავღანეთში, ქალაქ კუნდუზში მეჩეთში ბომბის აფეთქების შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა, ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ავღანეთის ოფიციალური პირების თქმით, ეს იყო აფეთქება, რომელსაც ყველაზე დიდი მსხვერპლი მოჰყვა მას შემდეგ, რაც აშშ-ის ჯარებმა ქვეყანა დატოვა და სათავეში თალიბანი მოვიდა.

გამოცემა Al Jazeera-ს ცნობით, აფეთქება იყო სუიციდური - თავდამსხმელი მეჩეთში ლოცვის დროს შეიპარა და მლოცველები საკუთარ თავთან ერთად სასიკვდილოდ გაწირა.

ემთხვევის შედეგად ჯამში დაშავებულია 100-მდე ადამიანი.

ამ დროისთვის მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია, თუმცა ეჭვი ისლამისტურ შიიტურ დაჯგუფებაზე არსებობს.


close დახურვა