logo
ENG



ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს

08 ოქტ 202122:49
3 წუთის საკითხავი
 

ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს. კაცი ნანგრევებში 10 საათზე მეტხანს იმყოფებოდა. ის საავადმყოფოში გადაჰყავთ. 

არსებული ინფორმაციით, დაშავებული შშმ პირია, რომელიც მე-6 სართულზე ცხოვრობდა. 

ამოყვანის პროცესს ადგილზე შეკრებილი ადამიანები ტაშით და ოვაციებით შეხვდნენ. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ახლაც გრძელდება.

მანამდე მაშველებმა ნანგრევებიდან ახალგაზრდა ქალი ამოიყვანეს. ის კლინიკაშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. 

დღეს ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა.  ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან მცირეწლოვანი ბავშვი ამოიყვანეს. გარდა ამისა, კორპუსის ნანგრევებიდან ჩვილი ბავშვიც გადაარჩინეს.

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბათუმის კორპუსის ნანგრევებში კიდევ დაახლოებით 10-15 ადამიანია მოყოლილი, თუმცა ეს ინფორმაცია დაუზუსტებელია.

 


close დახურვა