logo
ENG



ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 844 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 29 ადამიანი

09 ოქტ 202111:53
3 წუთის საკითხავი
clock 792
ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 844 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 29 ადამიანი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 844 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

ჩატარდა 38 042 ტესტი. 

ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე სულ 631 563 შემთხვევა დადასტურდა. 

8 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.48%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.94% ხოლო 7 დღის მანძილზე - 7.01%.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 221 ადამიანი ემსხვერპლა.
 
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 844 ახალი შემთხვევიდან:

თბილისში გამოვლენილია 775 შემთხვევა, აჭარა - 127, იმერეთი - 607, ქვემო ქართლი - 154, შიდა ქართლი - 147, გურია - 116, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 339, კახეთი - 368, მცხეთა-მთიანეთი - 85, სამცხე-ჯავახეთი - 74, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 52.
 
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 23 848 საიდანაც:

4 203 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 402, აჭარაში - 381, იმერეთში - 991.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 945 პირი, მათ შორის, თბილისში - 315, აჭარაში - 83, იმერეთში - 314. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 257 პირი,  მათგან თბილისში - 134, აჭარაში - 25, იმერეთში - 32.

667 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 340 - თბილისში, 179 - აჭარაში.

18 978 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.


close დახურვა