logo
ENG



რომის პაპის სადესპანო: ვლოცულობთ ბათუმის ტრაგედიის მსხვერპლთა სამუდამო განსვენებისთვის

10 ოქტ 202100:10
3 წუთის საკითხავი
clock 1445
2021/10/10/uoq4pw9xvtzpp41.jpg

როპის პაპის სადესპანო ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და დაღუპულთა ოჯახებს თანაუგრძნობს. 

"რომის პაპის, ფრანცისკეს სამოციქულო სადესპანო უერთდება მთელ საქართველოს ფიქრებით და ლოცულობს ბათუმის ტრაგედიის მსხვერპლთა სამუდამო განსვენებისთვის, ლოცულობს გადარჩენილებისთვის, რათა მათ ჰპოვონ ნუგეში თავიანთ რწმენაში. მადლიერებას გამოვხატავთ ყველა დამხმარეს მიმართ", - წერია სადესპანოს განცხადებაში, რომელიც Twitter-ზე გავრცელდა. 

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო 8 ოქტომბრის დილით ჩამოინგრა. 

ამ ეტაპზე დასტურდება 9 ადამიანის გარდაცვალება, მათ შორის 3 არასრულწლოვანია. სამძებრო სამუშაოები ამ დროისთვის დასრულებულია.

ერთი გადარჩენილი კაცი საავადმყოფოშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

შსს-მ ნგრევის საქმეზე I სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულზე ერთ-ერთი ბინის მფლობელმა ზ.ბ.-მ ბინაში სარემონტო სამუშაოებისთვის ხ.ს. და გ.ს. დაიქირავა.

შსს-ის განცხადებით, ბინის მესაკუთრის მითითებით და უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით, საცხოვრებელ ბინაში სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები ჩატარდა, რამაც 8 ოქტომბერს საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია.

ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.

ტრაგედიას აშშ-ის საელჩოც გამოეხმაურა და დაზარალებულებს თანაგრძნობა გამოუცხადა.

 


close დახურვა