logo
ENG



​მარჯანიშვილის მოედანზე ენმ-ს წევრს თავს დაესხნენ

13 ოქტ 202109:18
3 წუთის საკითხავი
clock 1060

მარჯანიშვილის მოედანზე ნაციონალური მოძრაობის წევრ ნიკა ბაჩილავას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

როგორც ის ფორმულასთან საუბრისას ყვება, სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა, როდესაც სამი ადამიანი თავს დაესხა და ხელკეტით სცემეს.

ნიკა ბაჩილავას დაზიანებები სახისა და სხეულის სხვადასხვა არეში აქვს მიყენებული. ის მომხდარს თავის საქმიანობას უკავშირებს.

"სახლთან მოვედი, ვკრეფდი კოდს, უცებ მოვიდა სამი ადამიანი, ეკეთათ ნიღაბი, კეპები ეფარათ. შენი მიშას დედაო... სახეში ჩამარტყეს დუბინკა, თუ რაცაა და დამაგდეს", - ამბობს ნიკა ბაჩილავა.


close დახურვა