logo
ENG



უკრაინის საჰაერო ძალები: გუშინ ღამით რუსეთის მიერ გაშვებული 16 დრონიდან 15 ჩამოვაგდეთ

23 აპრ 202410:34
3 წუთის საკითხავი
 
2024/04/23/1wou6uhimgaju05.jpg

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გუშინ ღამით უკრაინელებმა რუსეთის მიერ გაშვებული 16 დრონიდან 15 ჩამოაგდეს.

"გუშინ ღამით რუსებმა უკრაინას 2 ისკანდერის ტიპის რაკეტითა და 16 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს.

საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა 15 დრონი ჩამოაგდეს ნიკოლაევის, ოდესის, კიევისა და ჩერკასის რეგიონებში", - ნათქვამია უკრაინის საჰაერო ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა რაკეტები რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქიდან, დროებით ოკუპირებული ყირიმიდან და ქალაქ კურსკიდან გაუშვეს.


close დახურვა