logo
ENG


დევი ტაბიძე: მდგომარეობა კატასტროფულია, პრაქტიკულად, სტარტი აიღო მეხუთე ტალღამ
დევი ტაბიძე
13 ოქტ, 2021 13:16
დევი ტაბიძე: მდგომარეობა კატასტროფულია, პრაქტიკულად, სტარტი აიღო მეხუთე ტალღამ
  • 870ნახვები

დღევანდელი ციფრები და დღევანდელი მდგომარეობა ყველანაირ ზღვარს გასცდა და კატასტროფულია. მდგომარეობა გამოწვეულია მხოლოდ და მხოლოდ სამი მიზეზი, რომლიც რეალური შეჩერება შესაძლებელია. ადამიანებმა უნდა გამოავლინონ სოციალური პასუხისმგებლობა და არ დაივიწყონ, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პირბადის გარეშე სიარული, არ შეიძლება სოციალური დისტანციის დარღვევა, თავყრილობების არსებობა, შეკრებები უნდა შევაჩეროთ.

ახლა, პრაქტიკულად სტარტი აიღო მეხუთე ტალღამ. ყველაზე მთავარია, რომ ჩვენ ამას შევხვდით, პრაქტიკულად, განულებული ვაქცინაციის პროცესით. ეს არის ჩვენი ყველაზე მძიმე მდგომარეობა. ეს ციფრი შედეგზე არ მიგვიყვანს, არაფერზე არ მეტყველებს. ეს მიგვიყვანს იმ იქამდე, რომ გაიზრდება ინფიცირების რაოდენობაც და ლეტალობის შემთხვევებიც.

პაციენტები მძიმდებიან, იმატა უსიმპტომო ფორმებმა, ამ ყველაფერმა ერთიანად იმ ციფრებამდე მიგვიყვანა, რაც დღეს გვაქვს. სხვა გამოსავალი ჩვენ არ გვაქვს, ერთადერთია - ვაქცინაცია.

ამბობს რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი. 13 სექტემბერს, კორონავირუსის 4 837 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 26 ადამიანი. სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 3%.



ასევე ნახეთ
close დახურვა