logo
ENG



ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ყოფილი დირექტორი, ვიქტორ ბრიუხანოვი გარდაიცვალა

13 ოქტ 202122:53
3 წუთის საკითხავი
clock 1290
ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ყოფილი დირექტორი, ვიქტორ ბრიუხანოვი გარდაიცვალა

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ყოფილი დირექტორი, ვიქტორ ბრიუხანოვი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის ელექტროსადგურს მისი შექმნის დღიდან 1986 წლის 26 აპრილის კატასტროფამდე ხელმძღვანელობდა.

ინფორმაცია ბრიუხანოვის გარდაცვალების შესახებ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის პრესსამსახურმა გაავრცელა. სად და რა მიზეზით გარდაიცვალა ის, უცნობია. ცნობილია, რომ ის კიევში ცხოვრობდა.

სადგურზე მომხდარი კატასტროფის შემდეგ ბრიუხანოვი თანამდებობას ჩამოაშორეს და უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის ბრალი წაუყენეს. 1988 წელს მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სამი წლის შემდეგ კი ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. ამის შემდეგ მან ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ტექნიკური განყოფილების უფროსად გააგრძელა მუშაობა, ხოლო მოგვიანებით უკრაინის საგარეო ვაჭრობის სტრუქტურაში გადავიდა. 

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის პირველი დირექტორი HBO-ს ცნობილი მინისერიალ ჩერნობილშიც ჩნდება. ვიქტორ ბრიუხანოვის როლს მსახიობი კონ ო'ნილი ასრულებს.


close დახურვა