logo
ENG



პენიტენციური: როცა მე-17 ციხეში შუქი აღდგება, პატიმრებს მიეცემათ დარეკვის შესაძლებლობა

14 ოქტ 202118:08
3 წუთის საკითხავი
clock 513
პენიტენციური: როცა მე-17 ციხეში შუქი აღდგება, პატიმრებს მიეცემათ დარეკვის შესაძლებლობა

პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ რუსთავის მე-17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხანძარი ლოკალიზებულია, პატიმრებს კი ახლობლებთან დარეკვის საშუალება შუქის მოსვლის შემდეგ მიეცემათ. 

"ხანძრის  შედეგად, დაწესებულებას ელექტროენერგიის მიწოდება ამ ეტაპზე შეწყვეტილი აქვს. როგორც კი დაწესებულებაში ელექტროენერგია აღდგება ყველა მსჯავრდებულს  ოჯახის წევრებთან დაკავშირების შესაძლებლობა მიეცემა. N17 დაწესებულების სამზარეულოში  ხანძარი დაახლოებით, 14:20 საათზე გაჩნდა. აღსანიშნავია, რომ სამზარეულო მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს", - აცხადებენ უწყებაში. 

მათივე ინფორმაციით, N17 დაწესებულება საკმაოდ მოშორებით მდებარეობს რუსთავში მდებარე სხვა პენიტენციური  (N 5, N 6,  N 12, N 16)  დაწესებულებებისგან და შესაბამისად ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

სასჯელაღსრულების N17 დაწესებულებაში ხანძარი 14:20 საათზე სამზარეულოში გაჩნდა. აღსანიშნავია, რომ სამზარეულო მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს

ეს არ არის ის ციხე, რომელშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტი იმყოფება. ის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია, რომლის ტერიტორიაც მომიჯნავედ მდებარეობს და დაახლოებით 100 მეტრში იწყება. 


close დახურვა