logo
ENG



ბილ კლინტონი საავადმყოფოში გადაიყვანეს

15 ოქტ 202109:12
3 წუთის საკითხავი
clock 804

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც მისი წარმომადგენელი აცხადებს, ის მკურნალობას გადის ინფექციაზე, რომელსაც კოვიდთან კავშირი არ აქვს.

75 წლის კლინტონი კლინიკაში სამშაბათს გადაიყვანეს და როგორც ცნობილია, ის "კარგ ხასიათზეა" და "გამოჯანმრთელების გზაზეა". ირვინში კალიფორნიის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმები აცხადებენ, რომ კლინტონი საავადმყოფოში მუდმივი ზედამხედველობისთვის დარჩა.

"ორდღიანი მკურნალობის შემდეგ მას ლეიკოციტების შემცირების ტენდენცია აღენიშნება და ის კარგად რეაგირებს ანტიბიოტიკებზე", - აღნიშნავენ ისინი. კლინიკის ექიმები უკვე დაუკავშირდნენ ნიუ-იორკში კლინტონის სამედიცინო გუნდსა და კარდიოლოგს და განაცხადეს, რომ პრეზიდენტი, მოსალოდნელია მალე გაწერონ.

უცნობია, რის გამო მოუწია ყოფილ პრეზიდენტს ჰოსპიტალიზაცია, თუმცა ცნობილია, რომ მას გულის პრობლემები აწუხებს.


close დახურვა