logo
ENG



ბოლო კვირაში Covid-19-ის​ შემთხვევების გამო დისტანციურ სწავლებაზე 108 სკოლა გადავიდა

15 ოქტ 202115:50
3 წუთის საკითხავი
clock 930
ბოლო კვირაში Covid-19-ის​ შემთხვევების გამო დისტანციურ სწავლებაზე 108 სკოლა გადავიდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო კვირაში Covid-19-ის გამოვლენილი შემთხვევების გამო ქვეყნის მასშტაბით 108 სკოლა და 687 ცალკეული კლასი ფიზიკურიდან დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.

ამავე პერიოდში კორონავირუსი მასწავლებელთა 0.9%-ს და მოსწავლეთა 0.6%-ს დაუდასტურდა. აცრილთა წილი კი სკოლის მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის 69%-ა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იუწყება, რომ ვაქცინაციის პროცესი გრძელდება და ამავდროულად აქტიურად მიმდინარეობს სკოლის პერსონალის ტესტირება, როგორც ანტიგენის სწრაფი ტესტით, ასევე PCR ტექნოლოგიის გამოყენებით.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3 270 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 26 ადამიანი. ბოლო 7 დღის მანძილზე დადებითობის მაჩვენებელი არის 8.75%.

ბოლო 24 საათში 3 843 აცრა ჩატარდა. ამ დროისთვის, სრულად აცრილია მოზრდილი მოსახლეობის 31,2%.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ქვეყანაში შეინიშნება ტვინდემიის ნიშნებიც, რაც სეზონური გრიპისა და კოვიდის თანხვედრას გულისხმობს.


close დახურვა