logo
ENG



ტიკარაძის თქმით, ოქტომბერში 200 000 დოზა გრიპის ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი

08 ოქტ 202111:35
3 წუთის საკითხავი
clock 784
ტიკარაძის თქმით, ოქტომბერში 200 000 დოზა გრიპის ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, მოქალაქეებისთვის 200 000 დოზა სეზონური გრიპის ვაქცინა ხელმისაწვდომი ოქტომბერში იქნება.

"ჯანდაცვის სამინისტრო 200 000 დოზა სეზონურ ვაქცინას მიაწვდის ჩვენს მოქალაქეებს და რა თქმა უნდა, კერძო სექტორი, თავის მხრივ, ატარებს თვის წილ პასუხისმგებლობას ამ მიმართულებით. ოქტომბრის თვეში ჩვენს მოქალაქეებს ექნებათ ხელმისაწვდომობა სეზონური გრიპის ვაქცინაზე", - თქვა ტიკარაძემ.

რაც შეეხება ტვინდემიას, რომელიც გრიპისა და კოვიდის თანხვედრას გულისხმობს, ტიკარაძე ამბობს, რომ "ორმაგი ინფიცირება უკვე შეინიშნება". 

"ამის მოლოდინი შარშანაც იყო თუმცა კოვიდმა მოახერხა და ჩაანაცვლა ყველა სხვა სეზონური ვირუსი, თუმცა ამ ეტაპზე კოვიდი დასუსტებულია და სხვა ვირუსებიც სახეზეა და მათი ერთმანეთზე თანდებით უკვე შეინიშნება ორმაგი ინფიცირება. ქვეყანა ამისთვისაც მზადაა. მნიშვნელოვანია, ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს მოვუწოდოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია ამ პროცესში", - თქვა ტიკარაძემ. 


close დახურვა