logo
ENG



თბილისი პრაიდი: გიორგი თაბაგარი და დანარჩენი დაკავებულები გაათავისუფლეს

16 ოქტ 202101:47
3 წუთის საკითხავი
clock 1944

თბილისი პრაიდის ინფორმაციით, პრაიდის დამფუძნებელი გიორგი თაბაგარი და კიდევ ორი პირი, რომლებიც პოლიციამ რამდენიმე საათის წინ დააკავა, გაათავისუფლეს. 

"რამდენიმე წუთის წინ შეგვატყობინეს, რომ გიორგი თაბაგარი და დანარჩენი დაკავებულები გაათავისუფლეს.

აღშფოთებულები ვართ პოლიციის მსგავსი მოქმედებებით! აქამდე თუ პოლიცია თვალს ხუჭავდა ლგბტქ ადამიანების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, ახლა იგი თავად გადავიდა თემის წევრების დევნაზე. კერძოდ, დღეს ეს ბართან რეიდის ფორმით მოხდა. თუმცა დღევანდელი მოვლენები უფრო ფართო პროცესის ნაწილია, რომლის მიზანია ლგბტქ აქტივისტებისა და მთლიანად სამოქალაქო საზოგადოების რეპრესია." , - წერს თბილისი პრაიდი.

შსს-ს ინფორმაციით, თაბაგარი და კიდევ ორი პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 166 და 173 მუხლით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.


close დახურვა