logo
ENG



შაბათის ფორმულა: თბილისში სინთეტიკური ნარკოტიკით 2 ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

16 ოქტ 202121:10
3 წუთის საკითხავი
clock 41210

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, დაბინძურებული სინთეტიკური ნარკოტიკით ორი ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა, ერთი კაცის მდგომარეობა კი ამ დრომდე მძიმეა. შემთხვევა თბილისში მოხდა. გარდაცვლილები დები არიან. 

შაბათის ფორმულას ცნობით, დაბინძურებული, სიცოცხლისთვის საშიში ნარკოტიკის შეძენა რუსულ, ონლაინ შავ ბაზარზეა შესაძლებელი.

ბოლო კვლევების მიხედვით, საქართველოში კიდევ ერთხელ შემოვიდა - სიცოცხლისთვის განსაკუთრებულად საშიში ნარკოტიკული საშუალება. 

შაბათის ფორმულა ოჯახის თხოვნით, გარდაცვლილების ვინაობას არ ახმაურებს, თუმცა ოფიციალურად უკვე ცნობილია და ექსპერტიზამაც დაასკვნა, რომ ახალგაზრდა დები ე.წ. სასიკვდილო ნარკოტიკით - ფენტალინით დაიღუპნენ. ნარკოტიკი მათმა 35 წლის მეგობარმა შეიძინა. ფენტალინი - სუნთქვის გაჩერებას და შედეგ სიკვდილს იწვევს. მეგობარმა კაცმა დების გარდაცვალების ამბავი რამდენიმე დღის წინ, კომიდან გამოსვლის შემდეგ შეიტყო.

სიკვდილი ძილში - ასე ახასიათებენ ფენტანილით გარდაცვალებას. ნარკოტიკი საქართველოს ბაზარზე 2018 წლიდან გამოჩნდა. შაბათის ფორმულას ინფორმაციით, სწორედ ეს სასიკვდილო ნივთიერება აღმოჩნდა კიდევ 2 ორი მეგობრის ნარკოტიკში, რომლებმაც MDMA საიტიდან შეიძინეს. კლუბში გასართობად წასულებმა, გონება რიგ-რიგობით დაკარგეს და რამდენიმე საათის განმავლობაში სიცოცხლისთვის ბრძოლა მოუწიათ.

მას შემდეგ რაც ერთი მეგობარი საავადმყოფოდან გამოიყვანეს, სახლში მარტო დარჩენილი ახალგაზრდა ქალი ცუდად გახდა.

სახელმწიფოს რეპრესიული ნარკოპოლიტიკის გამო ყოველწლიურად უამრავი ადამიანის სიცოცხლე ეწირება კუსტარულად უკანონო ლაბორატორიებში, სარდაფებში დამზადებულ მკვლელ ნარკოტიკს. ნარკოტიკული საშუალებებს გაბევრების გამო ფენტანილს ამატებენ, რომლის შერევის დროსაც გადამწყვეტია დოზირება და ნივთიერების თანაბრად გადანაწილება.

ზედოზირების დროს გადარჩენისთვის აუცილებელი მედიკამენტი - ნარკანია, რომელიც საქართველოში ნარკომომხმარებლებისთვის მარტივად ხელმისაწვდომი არ არის. გაიცემა მხოლოდ რეცეპტით, თბილისის მასშტაბით მხოლოდ ერთ აფთიაქში. ნარკოლოგისთვის გაუგებარია, რატომაა რეცეპტის გამოწერის აუცილებლობა მაშინ, როდესაც ნარკოტიკით ინტოქსიკაციის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია.

იმის გამო რომ სახელმწფო პრევენციული მექანიზმები არ აქვს, ნარკომომხმარებლებმა თავად უნდა შეძლონ მომაკვდინებელი ნივთიერებებისგან თავის დაცვა. ამისთვის არსებობს ტესტები, რომლის საშუალებითაც ვგებულობთ ნარკოტიკის ჯგუფს და მისი ზემოქმედების ტიპს. ფენტანილის გარდა, ტესტი კეთდება სხვა სიცოცხლისთვის საშიშ ნივთიერებებზეც. სინჯარაში მჟავისა და ნარკოტიკული საშუალების ჩამონათვალის რეაქციაში შესვლის შემდეგ, სითხე ფერს იცვლის. ტესტებს გასცემს კომპანია მანდალა, თუმცა ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკის გამო სრულფასოვან ფუნქციონირებას მაინც ვერ ახერხებენ.

სახელმწიფოს ზედოზირებით გარდაცვლილი ადამიანების სტატისტიკა არ აქვს. იმის გამო, რომ ნარკოტიკი ლეგალიზებული არ არის, არც მისი ხარისხის მონიტორინგი არ ხდება. ნარკოპოლიტიკის ექსპერტის თქმით, ზედოზირების შედეგად ადამიანის გადარჩენა მარტივია, თუმცა ხელისუფლებას ამის ნება არ აქვს.


close დახურვა