logo
ENG



ზუგდიდში ბენზინგასამართ სადგურს თავს დაესხნენ

19 ოქტ 202120:46
3 წუთის საკითხავი
clock 868
2021/10/19/wpcxpw14c892k3r.png

ზუგდიდში, ნიკოლაძის ქუჩაზე ბენზინგასამართ სადგურს თავს დაესხნენ. 

ამ დროის ინფორმაციით, ბენზინგასამართ სადგურზე ერთი ადამიანი შეიჭრა და ცივი იარაღის მუქარით თანხის გატაცება სცადა.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, შეიარაღებული პირი გასამართი სადგურის მოვალეა და მისგან თანხის დაბრუნებას სწორედ იარაღის მუქარით ცდილობდა, თუმცა ადგილზე მხოლოდ რიგითი თანამშრომლები დახვდნენ, რომელთაც თანხა ადგილზე არ ჰქონდათ.

შეიარაღებული ადამიანი ადგილიდან მიიმალა.

ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.


close დახურვა