logo
ENG



ექიმების კონსილიუმმა სააკაშვილის პროფილაქტიკური ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია გასცა

19 ოქტ 202121:26
3 წუთის საკითხავი
 
2021/10/19/48wuagx2kky8g8a.png

ექიმების კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილის პროფილაქტიკური ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია გასცა. 

ეს კონსილიუმის წევრმა ექიმმა, ზურაბ ფაღავამ ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ, იუსტიციის სამინისტროში თქვა.

მისი თქმით, სასწრაფოდ ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ არის, მაგრამ რადგან შიმშილობა განსაკუთრებული მდგომარეობაა, საჭიროა თავის დაზღვევა. ფაღავა ამბობს, რომ უახლოეს დღეებში ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეიძლება გართულდეს. 

"გამომდინარე იქიდან, რომ შიმშილობა არის განსაკუთრებული მდგომარეობა, მას აქვს გვერდითი, სხვა დაავადებები კიდევ და გართულებების რისკი საკმარისად მაღალია, ამიტომ, დავაყენებთ საკითხი ე.წ. პროფილაქტიკური ჰოსპიტალიზაციის შესახებ და ახლა განიხილავენ. უკვე დავწერეთ ეს ყველაფერი და რეკომენდაციები მივეცით. სასწრაფო ჰოსპიტალიზაციაზე ლაპარაკი არ არის, მაგრამ პროფილაქტიკის მიზნით, ვინაიდან გართულებების ალბათობა არის მაღალი და იმისთვის, რომ თავი დავიზღვიოთ, მივეცით რეკომენდაცია, რომ მოხდეს ჰოსპიტალიზაცია უახლოეს პერიოდში. ეს არის უფრო ინტენსიური დაკვირვებისთვის". - თქვა ზურაბ ფაღავამ. 

მიხეილ სააკაშვილი 1-ლ ოქტომბერს, საღამოს დააკავეს. დაკავების შემდეგ მან შიმშილობა დაიწყო და უკვე 19 დღეა, საკვები არ მიუღია. 


close დახურვა