logo
ENG



ISFED: ყველაზე მეტი ანონიმური რეკლამა ოპოზიციის მადისკრედიტირებელ გვერდებზე განთავსდა

21 ოქტ 202117:25
3 წუთის საკითხავი
clock 1013
2021/10/21/l22d3gkddbin6pe.jpg
ISFED

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) სოციალური მედიის მონიტორინგის მესამე შუალედური ანგარიში წარადგინა.

ISFED-ის მიხედვით, 13 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე, სოციალურ მედიაში, ანონიმურ გვერდებზე ყველაზე მეტი - 188 რეკლამა ოპოზიციის მადისკრედიტირებელ გვერდებზე განთავსდა, რომლებზეც 2 520-დან 2 619 აშშ დოლარამდე დაიხარჯა.

გარდა ამისა, ISFED-ის მიხედვით, რეკლამებში ყველაზე მეტი თანხა, დაახლოებით 127 ათასი დოლარი, ქართულმა ოცნებამ გადაიხადა. მას მოსდევს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 68 ათასი დოლარით და ლელო 36 ათასამდე დოლარით.

ასევე, ISFED-ის თანახმად, ანტიოპოზიციურ გვერდებზე გაზიარებულ პოსტებზე ინტერაქცია თითქმის 4-ჯერ მაღალი იყო, ვიდრე ქართული ოცნების წინააღმდეგ მოქმედ გვერდებზე გამოქვყენებული პოსტებისა.

ამავე ანგარიშის მიხედვით, თბილისის მერობის კანდიდატებს შორის, წინასაარჩევნოდ ყველაზე აქტიური ანა დოლიძის სოციალური მედიის გვერდი იყო.


close დახურვა