logo
ENG

პენიტენციური: სააკაშვილს შხაპი უწევდა, რითიც ისარგებლა და ციხესთან შეკრებილებს მიმართა

21 ოქტ 202120:51
3 წუთის საკითხავი
clock 1620
პენიტენციური: სააკაშვილს შხაპი უწევდა, რითიც ისარგებლა და ციხესთან შეკრებილებს მიმართა

პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ციხესთან შეკრებილ მხარდამჭერებს მიხეილ სააკაშვილმა საშხაპე ოთახიდან მიმართა, რითაც შინაგანაწესი დაარღვია. მათივე ცნობით, ბადრაგი მას დერეფანში ელოდებოდა. 

პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილს საკანი არ შეუცვლია და იმავე საკანშია, სადაც თავდაპირველად მოთავსდა.

"ინფორმაციისთვის: დაწესებულების დებულების თანახმად,  მიხეილ სააკაშვილს დღეს შხაპის მიღება უწევდა და შესაბამისი მოთხოვნის შემდეგ დაწესებულების მოსამსახურეებმა საშხაპე ოთახში გაიყვანეს. საშხაპე ოთახში დაწესებულების  მოსამსახურეებს  შესვლა კანონით ეკრძალებათ და ისინი  პატიმარს ოთახის გარეთ, დერეფანში ელოდებოდნენ.

მიხეილ სააკაშვილმა  სწორედ ამ გარემოებით ისარგებლა და  დაწესებულების გარეთ შეკრებილებს გადაძახილით მიმართა, რითაც დაარღვია დაწესებულების შინაგანაწესი. დაწესებულების მოსამსახურეებმა მიხეილ სააკაშვილის უკანონო ქმედება მყისიერად აღკვეთეს და კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი რეაგირება მოახდინეს", - აცხადებენ უწყებაში.

დღეს მიხეილ სააკაშვილმა რუსთავის ციხესთან შეკრებილებს გისოსებიდან მიმართა. მან რამდენიმე წამით შეძლო ფანჯარასთან მისვლა. 

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 21-ე დღეა შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესასწავლად რამდენიმე დღის წინ ციხეში ექიმთა ჯგუფი იმყოფებოდა. მათ პრევენციული ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია გასცეს. 

სააკაშვილი მედიკამენტოზურ ჩარევაზე თანახმაა, თუმცა შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს. 

close დახურვა