logo
ENG



დედოფალმა ელისაბედმა ღამე კლინიკაში გაატარა

22 ოქტ 202108:52
3 წუთის საკითხავი
clock 528

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ II-მ ღამე კლინიკაში გაატარა მას შემდეგ, რაც ექიმებმა ურჩიეს ჩრდილოეთ ირლანდიაში ვიზიტი გაეუქმებინა. ბუკინგემის სასახლის ინფორმაციით, დედოფალი ხუთშაბათს სახლში დაბრუნდა.

2013 წლის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა დედოფალი კლინიკაში მოხვდა. მაშინ მას გასტროენტერიტის სიმპტომები გაუჩნდა.

"მას შემდეგ რაც მედიკოსებმა ურჩიეს, რამდენიმე დღის განმავლობაში დაესვენა, დედოფალი კლინიკას ეწვია, რათა რამდენიმე გამოკვლევა ჩაეტარებინა. დღისით ის დაბრუნდა ვინძორის სასახლეში და კარგ განწყობაზეა", - ნათქვამია განცხადებაში. მათივე თქმით, შემოწმება კორონავირუსს არ უკავშირდება.

95 წლის დედოფლის ორდღიანი ვიზიტი ჩრდილოეთ ირლანდიაში ოთხშაბათს უნდა დაწყებულიყო. მოსალოდნელია, რომ ოქტომბრის ბოლოს ელისაბედ II კლიმატის ცვლილებაზე კონფერენციას დაესწრება.


close დახურვა