logo
ENG



სამეგრელოში, შსს-ს კიდევ ერთმა თანამშრომელმა, ჭაბუკა რაფავამ თანამდებობა დატოვა

22 ოქტ 202120:12
3 წუთის საკითხავი
clock 2024
2021/10/22/qdnlp3u29gv6fw5.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფის მეორე სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ჭაბუკა რაფავამ, გათავისუფლების შესახებ პატაკი დაწერა. ამ ინფორმაციას შსს-შიც ადასტურებენ.

აღსანიშნავია, რომ გუშინ, პროტესტის ნიშნად, თანამდებობა დატოვა სამეგრელო ზემო სვანეთის სასაზღვრო პოლიციის უფროსმა რევაზ ლაზიშვილმა. მისი განმარტებით, პროტესტი სამეგრელოში ყოფილი ძალოვანების წინააღმდეგ წამოწყებულ სპეცოპერაციას უკავშირდება. 

სამეგრელოში ყოფილი ძალოვნების წინააღმდეგ სპეცოპერაციების სერია 21 ოქტომბერს, ღამით დაიწყო. ამ დროისთვის დაკავებულია ყოფილი ძალოვანი, ლექსო რაფავა, ასევე გაჩხრიკეს კიდევ ერთი ძალოვანის, რუსლან შამახიას სახლიც, საიდანაც სანადირო თოფები წაიღეს. 

ნაციონალური მოძრაობის წევრის თენგიზ გუნავას ინფორმაციით, ხობში პოლიციის ყოფილ უფროსს, ლექსო რაფავას სახლში იარაღი და ხელყუმბარა დაუდეს. რაფავასთან სახლში კრიმინალური პოლიციისა და იმერეთის სამხარეოს თანამშრომლები იყვნენ. გუნავა მომხდარს ქართული ოცნებისთვის არჩევნების გაყალებებაში ხელის შეშლას უკავშირებს.


close დახურვა