logo
ENG



კობახიძე ენმ-ს: დათვალონ მათი აქციის მონაწილეები და გადავუმრავლებ ჩვენი აქციის რაოდენობაზე

28 ოქტ 202112:33
3 წუთის საკითხავი
clock 697

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, თავისუფლების მოედანზე მმართველი პარტიის მიერ გამართულ აქციაზე 100 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. როგორც კობახიძე ამბობს, აქციაზე იძულებით არავინ მისულა, რადგან "იყო მუხტი".

"მე ვთქვი, რომ ამ აქციისთვის ადამიანების მობილიზებისთვის ჩვენ დაგვჭირდებოდა მარტო იმდენნი მძღოლი, რამდენიც ნაციონალებს ჰყავდათ გამოყვანილი საკუთარ აქციაზე. ეს არ იყო სიტყვის მასალად ნათქვამი, რეალურად ამდენი მძღოლი დაგჭირდა იმისთვის, რომ მოგვეხდინა ჩვენი მხარდამჭერების მობილიზება. ჩვენი შეკრების მონაწილეთა რაოდენობა იყო რამდენჯერმე მეტი. დაითვალონ საკუთარი აქციის მონაწილეთა რაოდენობა და ამის მიხედვით გადავუმრავლებ მე ჩვენი აქციის მონაწილეთა რაოდენობას.

მმართველმა პარტიამ აქცია 27 ოქტომბერს გამართა. ერთსაათიან ღონისძიებაზე შეკრებილებს პრემიერმინისტრმა და პარტიის ლიდერებმა მიმართეს.

ფორმულას ინფორმაციით, ქართული ოცნება მოქალაქეებს აქციაზე მისვლისთვის 40-50 ლარს უხდის

ოცნების აქციის გამო წინასწარ გადაკეტეს თავისუფლების მოედანი და მიმდებარე ქუჩები.


close დახურვა