logo
ENG



სუს: საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფელ ლოპანთან საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს

28 ოქტ 202118:52
3 წუთის საკითხავი
clock 960
2021/10/28/m31bhgjye9rvbuw.jpg

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ოკუპირებული სოფელ ლოპანის მიმდებარედ საქართველოს 2 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია ცხელი ხაზი.

"ინფორმაცია რუსეთის საოკუპაციო ძალების მორიგ უკანონო ქმედებასთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და საერთაშორისო პარტნიორებს. 

საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები წარმოადგენს დესტრუქციულ ქმედებას, რომელიც მიმართულია ადგილობრივი მოსახლეობის დაშინებისაკენ და მნიშვნელოვნად ართულებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. 

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებს ყველა საშუალებას უკანონოდ დაკავებული პირების უმოკლეს ვადაში გასათავისუფლებლად", - წერია სუს-ის განცხადებაში. 


close დახურვა