
ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, ზუგდიდის ა(ა)იპ-ებში დასაქმებულთა რაოდენობა 2018-2020 წლებში 130-ით, ხოლო ხარჯი 3 მილიონით გაიზარდა.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, საჯარო სექტორში დასაქმებულთა მაღალი რიცხვის გამო სახელმწიფო სამუშაო ბაზარზე ერთ-ერთ მთავარ დამსაქმებლად რჩება და ცხადია, ამ ფორმით დასაქმებულთა შენახვა გადასახადის გადამხდელებს უწევთ.
საქსტატის ცნობით, საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების წილი დაქირავებით დასაქმებულ ადამიანთა შორის შემდეგნაირია: 2017 წელს 34.43%, 2018 – 34.86%, 2019 – 35.28%. ამ მონაცემებით, აშკარად შესამჩნევია გაზრდილი ბიუროკრატია და რესურსების არასწორი მართვის მომატებული საფრთხე.
"საჯარო სექტორში დასაქმებულთა მუდმივად მზარდი წილი ბოლო პერიოდში ე.წ “ააიპ”-ებში დასაქმებაზე მოდის, რომელიც ხშირად გადაქცეულია პარტიული აქტივის სახელმწიფო ბიუჯეტით შენახვის საშუალებად. ამ სურათში გამონაკლისს არც ზუგდიდის მუნიციპალიტეტი წარმოადგენს, სადაც 2018-2020 წლებში სახელმწიფოს დაფინანსებაზე მყოფი 10 აქტიური “ააიპ” იყო.
ზემოთაღნიშნული, საჯარო სექტორში დასაქმებულთა მზარდი ტენდენცია შეინიშნება ამ 10 “ააიპ”-შიც, რაც ცხადია პირდაპირ პროპორციულია ბიუჯეტიდან დახარჯული თანხის მატებასთანაც.
2018 - 2,317 თანამშრომელი
12,125,867 ლარი
2019 - 2,343 თანამშრომელი
12,740,148 ლარი
2020 - 2,446 თანამშრომელი
15,233,625 ლარი
ყველაზე მეტი ზრდა დაფიქსირდა ააიპ „სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულების მართვის ცენტრში”. სადაც თანამშრომლების რაოდენობა 2018 წელთან შედარებით 90-ით გაიზარდა.
თანამშრომლების რაოდენობა გაორმაგა ააიპ “ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღშიც”, სადაც 29 თანამშრომლის ნაცვლად, 2020 წელს უკვე 74 თანამშრომელი იყო.
ხოლო ააიპ “საფეხბურთო კლუბ ოდიშში” დასაქმებულთა რაოდენობა თითქმის გაათმაგდა და 5 ის ნაცვლად, 2020 წელს ის უკვე 49 გახდა, ხოლო ამ საფეხბურთო კლუბის დაფინანსება 32,069 ლარიდან 412,410 ლარამდე გაიზარდა.
ცნობისთვის 2018-20 წლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი შესაბამისად 43,769,500 ლარი, 58,976,000 ლარი და 48,790,000 ლარი იყო, რომლის საშუალოდ 27% სწორედ ამ ააიპ-ების დაფინანსებაში დაიხარჯა.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ცნობით ზუგდიდში მოსახლეობა 105,000 ადამიანს შეადგენს, საიდანაც ყოველი მეხუთე 22,959 უკიდურეს სიღარებიში ცხოვრობს", - წერია განცხადებაში.