ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე ამომრჩეველთა აქტივობა 10:00 საათისთვის 7,38%-ია. პირველ ტურზე აქტივობამ 7,41% შეადგინა.
ეს ნიშნავს, რომ არჩევნებზე 10 საათისთვის მივიდა 154 163 ადამიანი.
აქტივობა ძირითად ქალაქებში:
- თბილისი - II ტური 7,4% - I ტური 7%
- ქუთაისი - II ტური 7,1% - I ტური 7,5%
- ბათუმი - II ტური 7,8% - I ტური 8%
- ფოთი - II ტური 7,5% - I ტური 8,6%
- რუსთავი - II ტური 8,9% - I ტური 8%
- ზუგდიდი II ტური 6,6% - I ტური 6,3%
ამომრჩეველთა რაოდენობა:
- თბილისი - II ტური 74 527; I ტური 70 599
- ქუთაისი - II ტური 10 856; I ტური 11 466
- ბათუმი - II ტური 11 584; I ტური 11 911
- ფოთი - II ტური 3 095; I ტური 3 540
- რუსთავი - II ტური 9 517; I ტური 8 527
- ზუგდიდი - II ტური 7 851; I ტური 7 577
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 10:00 საათისთვის აქტივობამ 8,33% შეადგინა.
2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე - 6.74%
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე - 8.34%;
საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ტარდება.
არჩევნების მეორე ტური 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეეტში ტარდება, სადაც მერებს აირჩევენ. გარდა ამისა, 24 საარჩევნო ოლქში მოსახლეობამ 42 მაჟორიტარი უნდა აირჩიოს.
მეორე ტურში ერთმანეთს ძირითადად ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები უპირისპირდებიან. გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, ვინც ოპონენტზე მეტ ხმას მოიპოვებს.
თვითმმართველობის არჩევნების პირველი ტური 2 ოქტომბერს ჩატარდა, თუმცა კანდიდატების ნაწილმა დაწესებული ბარიერი ვერ გადალახა, რის გამოც მეორე ტურის ჩატარების საჭიროება დადგა. კერძოდ, მუნიციპალიტეტების მერების ასარჩევად - 50%-იანი საარჩევნო ბარიერი, ხოლო საკრებულოების მაჟორიტარი წევრებისთვის 40%-იანი ბარიერის გადალახვა იყო საჭირო.
