გონიოში, 91-ე და 92-ე საარჩევნო უბნებთან ფორმულას გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. ქართული ოცნების მხარდამჭერებმა, ე.წ. ძველმა ბიჭებმა ქვები ესროლეს ავტომობილს მას შემდეგ, რაც ფორმულას ლოგო დაინახეს.
ჟურნალისტის მხრიდან შეკითხვების დასმის შემდეგ მათ დაიწყეს გინება ოპერატორის მისამართით. ამის შემდეგ ერთ-ერთი მათგანი ჟურნალისტს ზურგიდან მიეპარა და თმა მოქაჩა.
ადგილზე იყო ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი, მამუკა კაკაბაძე, რომელიც თავადაც ჩაერთო ჩხუბში.
ადგილზე ფორმულას გადამღები ჯგუფი მას შემდეგ გამოჩნდა, რაც მოქალაქეებმა შეატყობინეს, რომ უბანთან ე.წ. ძველი ბიწები დისტანციის დაცვის გარეშე იდგნენ და აკონტროლებდნენ პერიმეტრს.