მთავარი არხის ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, ოპოზიციის მერობის კანდიდატი იმარჯვებს 5 დიდ ქალაქში, მათ შორის, თბილისში.
- კახა კალაძე, (ქართული ოცნება) - 49%, ნიკა მელია (ენმ - ოპოზიცია) - 51%;
- რუსთავი - ნინო ლაცაბიძე (ქართული ოცნება) – 47% VS დავით კირკიტაძე (ენმ) – 53%;
- ქუთაისი - იოსებ ხახალეიშვილი (ქართული ოცნება) – 47% VS ხატია დეკანოიძე (ენმ) – 53%;
- ბათუმი - არჩილ ჩიქოვანი (ქართული ოცნება) – 49% VS გიორგი კირთაძე (ენმ) – 51%;
- ზუგდიდი - მამუკა წოწერია (ქართული ოცნება) - 47% VS ანზორ მელია (ენმ) - 53%;
მთავარმა არხმა ეგზიტპოლი ჩაატარა 5 ქალაქში, სადაც მოსახლეობა 100 ათასს აღემატება. ეგზიტპოლი კომპანია ანოვამ ჩაატარა.
გამოკითხვა ჩატარდა დღეს, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, პირისპირ ინტერვიუს საშუალებით. შესაძლო ცდომილების ზღვარი +/-3%-ია. ეს შედეგები ასახავს 18:00 საათის მონაცემებს.