logo
ENG



წალენჯიხის მერი ენმ-ის კანდიდატი, გიორგი ხარჩილავა გახდა

31 ოქტ 202105:18
3 წუთის საკითხავი
 
2021/10/31/41stu2z1aet7uw8.jpg

წალენჯიხის მერი ენმ-ის კანდიდატი, გიორგი ხარჩილავა გახდა. დათვლილია ხმების 100%. 

გიორგი ხარჩილავამ 51.10% მიიღო. მისმა კონკურენტმა, ქართული ოცნების კანდიდატმა გოგა გულორდავამ - 48.90%. 

წალენჯიხა, ერთადერთი თვითმმართველი თემია, სადაც მერის არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვა. 

ამავე დროს, წალენჯიხის საკრებულოში ქართულმა ოცნებამ დაკარგა უმრავლესობა. კერძოდ: ნაციონალურ მოძრაობას საკრებულოში 37.78% აქვს; ქართულ ოცნებას - 34.79%; გახარიას პარტიას - 18.96% ლელოს - 3.35%; 

30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. 

არჩევნები მმართველი პარტიის წევრების მხრიდან ოპოზიციის წარმომადგენლებზე, კრიტიკული მედიების ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებზე ძალადობის ფონზე წარიმართა.

 


close დახურვა