თბილისში თვითმმართველი ქალაქის მერის არჩევნების შედეგების 100%-ია დათვლილი.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს, ნიკა მელიას ხმების 44.40% ( 206 598 ხმა) აქვს, ხოლო ქართული ოცნების კანდიდატს, კახა კალაძე - 55.60% (258 740 ხმა).
სულ თბილისში 769 საარჩევნო უბანი იყო.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა.
არჩევნები მმართველი პარტიის წევრების მხრიდან ოპოზიციის წარმომადგენლებზე, კრიტიკული მედიების ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებზე ძალადობის ფონზე წარიმართა.