logo
ENG



ზუგდიდში ე.წ. კოვიდუბანზე მამუკა წოწერიამ - 85.9% მიიღო, ანზორ მელიამ -14.1%

31 ოქტ 202113:15
3 წუთის საკითხავი
clock 1058
ზუგდიდში ე.წ. კოვიდუბანზე მამუკა წოწერიამ - 85.9% მიიღო, ანზორ მელიამ -14.1%
ვახო ქარელი/ფორმულა

ზუგდიდის 109-ე, ე.წ კოვიდუბანზე ქართული ოცნების კანდიდატმა მამუკა წოწერიამ ხმების 85.9% მიიღო, ხოლო ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა ანზორ მელიამ -14.1%.

ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ ცესკოს საიტზე გამოქვეყნებული შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, სპეციალურ სიაში 409 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, ხმა კი სულ 381-მა ადამიანმა მისცა.

აქედან წოწერიას 324-მა ადამიიანმა დაუჭირა მხარი, ანზორ მელიას კი 53-მა. 4 ბიულეტენი გაბათილდა.

ზუგდიდში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შედეგების 100%-ია დათვლილი. ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს, ანზორ მელიას ხმების 48.36% ( 25 863 ხმა) აქვს, ხოლო ქართული ოცნების კანდიდატს, მამუკა წოწერიას - 51.63% (27 607 ხმა).

ზუგდიდში სულ 109 უბანი იყო. 


close დახურვა