logo
ENG



ქუთაისში გაბათილდა 2 396 ბიულეტენი, კანდიდატებს შორის სხვაობა კი 2 222 ხმაა

31 ოქტ 202114:19
3 წუთის საკითხავი
 
2021/10/31/91z02f7vbaf7g6b.jpg

ქუთაისში, მერობის არჩევნებზე 2 396 ბიულეტენი გაბათილდა, კანდიდატებს შორის სხვაობა კი 2 222 ხმაა. მონაცემები ცესკოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. 

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს, ხატია დეკანოიძეს ხმების 48.35% ( 32 703 ხმა) აქვს, ხოლო ქართული ოცნების კანდიდატს, იოსებ ხახალეიშვილს - 51.64% (34 925 ხმა). დათვლილია ხმების 100%. 

როგორც ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თქვა, მათთან სულ 124 საარჩევნო უბნიდან 16 საჩივარი შევიდა.  

30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. 

არჩევნები მმართველი პარტიის წევრების მხრიდან ოპოზიციის წარმომადგენლებზე, კრიტიკული მედიების ჟურნალისტებსა და დამკვირვებლებზე ძალადობის ფონზე წარიმართა.


close დახურვა