logo
ENG



1 წელში ბოსტნეული 43%-ით, ზეთი 31%-ით, პური კი 19%-ით გაძვირდა - საქსტატის მონაცემები

03 ნოე 202113:56
3 წუთის საკითხავი
clock 1047

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის ოქტომბერში ინფლაცია, წინა წლის ოქტომბერთან შედარებით 12.8%-ია, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ინფლაციის ანტირეკორდია. წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონე 1.3%-ია.

საქსტატის თანახმად, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელი, ტრანსპორტი, წყალი, ელ.ენერგია და აირი, ჯანმრთელობის დაცვა.

გასული წლის ოქტომბერთან შედარებით 2021 წლის ოქტომბერში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში შემავალი პროდუქტების ფასები 18.4%-ითაა გაზრდილი. მათ შორის: 

ბოსტნეული და ბაღჩეული - ფასები გაზრდილია 43%-ით,  

ზეთი და ცხიმიფასები გაზრდილია 31.6%-ით,

პური და პურპროდუქტები - ფასები გაზრდილია 19.4%-ით,

რძე, ყველი და კვერცხი - ფასები გაზრდილია 18.2 %-ით,

შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - ფასები გაზრდილია 18%-ით   

თევზეული - ფასები გაზრდილია 16%-ით,

მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - ფასები გაზრდილია 13.0%-ით,

ხორცი და ხორცის პროდუქტები - ფასები გაზრდილია 11.2%-ით,

ხილი და ყურძენი - ფასები გაზრდილია 9.3%-ით,

ყავა, ჩაი და კაკაო - ფასები გაზრდილია 6.4%-ით.

გასული წლის ოქტომბერთან შედარებით კი ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები 13.9%-ითაა გაძვირებული.


close დახურვა