logo
ENG



სავალდებულო აცრა რისკ-ჯგუფებისთვის და კოვიდპასპორტები - პრეზიდენტი ზომებისკენ მოუწოდებს

03 ნოე 202122:19
3 წუთის საკითხავი
 
სავალდებულო აცრა რისკ-ჯგუფებისთვის და კოვიდპასპორტები - პრეზიდენტი ზომებისკენ მოუწოდებს
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ეპიდვითარების გაუარესების ფონზე მკაცრი და სასწრაფო ზომები მიიღონ. საგანგებო ბრიფინგზე, მან კოვიდთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობაზე ისაუბრა და მათ შორის საპატრიარქოს აცრის კურთხევის მიცემისკენ მოუწოდა.

"მივმართავ ხელისუფლებას, რათა სასწრაფო და მკაცრი ზომები იყოს მიღებული - სავალდებულო აცრა რისკჯგუფებისთვის, კოვიდ პასპორტის შემოტანა საჯარო სივრცეებში შესვლისთვის და თუნდაც ფასიანი მკურნალობა აუცრელი ადამიანებისთვის", - თქვა პრეზიდენტმა. 

გარდა ამისა, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პასუხისმგებლობაა საზოგადოებისაც, ასევე პარტიების, რომლებიც მრავალრიცხოვან აქციებს მართავენ. 

 


close დახურვა