ფორმულას ინფორმაციით, სამეგრელოში პოლიციელმა პოლიციელი მოკლა. შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში პოლიციის სამმართველოში მოხდა.
შემთხვევას წინ შელაპარაკება უძღოდა. არსებული ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავემ ცეცხლსასროლი იარაღით 12-ჯერ გაისროლა, რის შემდეგაც პოლიციელი ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე პოლიციელები არიან მობილიზებული, ასევე, ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.
ფორმულა მომხდარის შესახებ ინფორმაციისთვის შსს-ს დაუკავშირდა, დეტალებს უწყება მოგვიანებით შეგვატყობინებს.