logo
ENG



ჭალადიდში უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს პოლიციელის მკვლელობისთვის ბრალი წარუდგინეს

07 ნოე 202115:27
3 წუთის საკითხავი
 
2021/11/07/gcz8j079y1ue2tn.jpg

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში  პოლიციელის მკვლელობისთვის დაკავებულ უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა.

დამნაშავისადმი წაყენებული განხრაზ მკვლელობის მუხლი სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის ინფორმაციით, ინსპექტორ-გამომძიებელმა მეორე ინსპექტორ-გამომძიებელი სამსახურებრივი იარაღით მოკლა.

"საქართველოს პროკურატურამ შსს ხობის რაიონული სამართველოს ჭალადიდის პოლიციის განყოფილებაში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს ბრალდება წარუდგინა. 
პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 ნოემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდებარე, შსს ხობის რაიონული სამართველოს ჭალადიდის პოლიციის განყოფილების შენობაში, ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მასზე განპიროვნებული სამსახურებრივი საშტატო ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით,  ამავე განყოფილების უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებელს ჭრილობები მიაყენა, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.  
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს" , - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.


close დახურვა