logo
ENG



პოლიციამ რუსთავის ციხის ტერიტორიიდან აქციისთვის განკუთვნილი აპარატურა წაიღო

06 ნოე 202113:02
3 წუთის საკითხავი
clock 1642
გიორგი კვიჟინაძე

პოლიციის თანამშრომლებმა რუსთავის ციხესთან დაგეგმილი აქციის აპარატურა ტერიტორიიდან მანქანებით წაიღო. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დღეს ციხესთან აქცია არის დაგეგმილი. 

შსს-ს თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ სცენის განლაგება ციხის უსაფრთხოებას უშლიდა ხელს. როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე განმარტავს,  სამართალდამცავებმა სცენის შეტრიალება მოსთხოვეს, რის გაკეთებასაც აპირებდნენ, თუმცა საბოლოოს ამის საშუალება აღარ მისცეს. 

მოქალაქეებისგან განსხვავებით ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ლაშა გოგნიაშვილი ამბობს, რომ სცენის შეტრიალებაზე უარი ორგანიზატორებმა თქვეს:

"ვეუბნებით ალტერნატიულ ადგილს, მაგრამ ამ ალტერნატიულ ადგილზეც გვეუბნებიან უარს". 


close დახურვა