logo
ENG



ექიმი: მეუფე სტეფანეს ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა

03 იან 202212:08
3 წუთის საკითხავი
clock 1139

მეუფე სტეფანეს ექიმის თქმით, მეუფის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და დამაკმაყოფილებელია, ექიმი ამბობს, რომ მეუფე სტეფანე კლინიკაში კუჭნაწლავიდან სისხლდენის სიმპტომებით შეიყვანეს.

"შემოყვანილია პაციენტი ჩვენთან კუჭნაწლავიდან სისხლდენის სიმპტომებით, ჩატარებული კვლევებით აღნიშნული დიაგნოზი დადასტურდა, ჩაუტარდა სისხლდენის ენდოსკოპიური მეთოდით შეჩერება, მას ჰქონდა დანაკარგი სისხლის, ასევე შევსებული არის სისხლის კომპონენტებით ეს დანაკარგი, დღეის მდგომარეობით დამაკმაყოფილებელია მისი მდგომარეობა, მნიშნველოვნად გაუმჯობესებულია, კონტაქტური და ადეკვატურია" - ამბობს მეუფე სტეფანეს ექიმი.

საქართველოს საპატრიარქო ადასტურებს, რომ ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც მას მკურნალობა უტარდება, თუმცა უარყოფს, რომ მიტროპოლიტმა საკუთარ კელიაში გონება დაკარგა. 

ამასთან, საპატრიარქო უარყოფს იმ ინფორმაციასაც, რომ მეუფე სტეფანეს შესაძლოა თორმეტგოჯა ნაწლავი გაუსკდა, მაგრამ თავად არ აკონკრეტებს, თუ რა გახდა მიტროპოლიტის ცუდად გახდომის მიზეზი. საპატრიარქოს ინფორმაციით, მეუფე სტეფანეს მდგომარეობა სტაბილურია და მას კლინიკიდან რამდენი დღეში გაწერენ

"დღეს მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) ცაგერში, საკუთარ სენაკში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ მსგავსი ფაქტი სინამდვილეს არ შეესაბამება. მიტროპოლიტი სტეფანე შეუძლოდ იყო, მას გონება არ დაუკარგავს. ამასთან, თითქოს მეუფეს თორმეტგოჯა ნაწლავი გაუსკდა, ასევე სინამდვილეს არ შეესაბამება და არც სამედიცინო სფეროს სპეციალისტები ადასტურებენ.

ამ ეტაპისთვის მიტროპოლიტი სტეფანე საავადმყოფოში მკურნალობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ექიმების თქმით, იგი რამდენიმე დღეში დატოვებს საავადმყოფოს და სახლის პირობებში გააგრძელებს მკურნალობას", - წერია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებაში.

მანამდე მსოფლიო საეკლესიო სიახლენის Facebook-გვერდმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მეუფე სტეფანე კალაიჯაშვილი ცაგერში საკუთარ კელიაში უგონო მდგომარეობაში იპოვეს.


close დახურვა