logo
ENG

თბილისი პრაიდი: სახელმწიფოს მხრიდან ტრანსფობიურ ძალადობასთან დაპირისპირება მოჩვენებითია

06 ნოე 202117:57
3 წუთის საკითხავი
clock 196
თბილისი პრაიდი: სახელმწიფოს მხრიდან ტრანსფობიურ ძალადობასთან დაპირისპირება მოჩვენებითია

თბილისი პრაიდი ტაილანდის მოქალაქე ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის ფაქტს, ქვეყანაში არსებული ტრანსფობიური სიძულვილის კიდევ ერთი საგანგაშო გამოვლინებად აფასებს.

თბილისი პრაიდი უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და მეგობრებს და ქვეყანაში ტრანსფობიური ძალადობის დასასრულებლად სახელმწიფოს ეფექტური ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

განცხადებაში წერია, რომ 31 ოქტომბერს ტაილანდური მასაჟის ცენტრში სასტიკად მოკლეს საქართველოში სამუშაოდ ჩამოსული ტაილანდის 38 წლის მოქალაქე. ასევე დაჭრილია სალონის კიდევ ერთი, ასევე ტაილანდელი თანამშრომელი, ვინც სცადა თავდამსხმელისთვის ხელი შეეშალა. ბრალდებული 23 წლის კალათბურთელი ვ.ც-ია. მას პროკურატურამ ბრალი წაუყენა, ხოლო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

თბილისი პრაიდის შეფასებით, საქართველოში არსებული ჰომო/ტრანსფობიური ძალადობრივი კულტურა ნორმალიზებული და წახალისებულია სხვადასხვა საზოგადოებრივი, პოლიტიკური და რელიგიური ჯგუფის მიერ ნორმალიზებული და წახალისებულია.

„ქვეყანაში ანტიდისკრიმინაციული კანონები და პოლიტიკები არსებობს ფორმალურად, რეალურად კი, ლგბტ+ თემის წევრების თანასწორუფლებიანობა საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის არცერთ სფეროში არ არის სათანადოდ დაცული. სახელმწიფო უარს აცხადებს ჰომო/ტრანსფობიის პრობლემის აღიარებაზე. სახელმწიფოს მიერ ძალადობასთან დაპირისპირება მოჩვენებითია, მეტიც, იგი უშუალოდ მონაწილეობს ლგბტქ+ ადამიანების დევნაში, რაც ცხადად დაგვანახა 2021 წლის 5-6 ივლისს მოვლენებმა” - წერია, თბილისი პრაიდის განცხადებაში.

ორგანიზაციის თქმით,  ძალადობის ინდივიდუალურ შემთხვევებზე რეაგირება საკმარისი არაა. თბილისი პრაიდი სახელმწიფოს ძალადობის აღმოფხვრისა და თანასწორი საზოგადოებისკენ სწრაფვის პროცესში საკუთარი პოზიტიური ვალდებულების გააზრებსასა და ჰომოფობიისა და ტრანსფობიის შესამცირებლად, სისტემური მუშაობის დაწყებისკენ მოუწოდებს.

„მოვუწოდებთ სახელმწიფო სტრუქტურებს დაუყონებლივ დაიწყონ სისტემური მუშაობა ჰომოფობიისა და ტრანსფობიის შესამცირებლად, მათ შორის ფართო საგანმანათლებლო აქტივობებისა და ცნობიერების ამაღლების გზით, რაც სამომავლოდ ლგბტქ+ ადამიანებისთვის შექმნის უსაფრთხო და ღირსეულ საცხოვრებელ გარემოს. ისე როგორც არასდროს, დგას ჰომოფობიის სისტემურად გააზრების და მასთან ეფექტური ბრძოლის საჭიროება”, - წერია თბილისი პრაიდის განცხადებაში.


close დახურვა