კორონავირუსით 67 ადამიანი გარდაიცვალა, ამასთან დადასტურდა 4 104 ახალი შემთხვევა.
გასულ დღე-ღამეში 37 115 ტესტი ჩატარდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 11,06%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9,58%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 10,45%.
ბოლო 24 საათის განმავლობაში 3 453 აცრა ჩატარდა.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსის 752 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსს ჯამში 10 435 პირი ემსხვერპლა.
ამ დროისთვის, ორი დოზით აცრილია მოზრდილი მოსახლეობის 31%.