logo
ENG



"გამოიკითხება სააკაშვილი" - ინსპექტორის წარმომადგენელი გლდანის ციხის კლინიკაში მივიდა

09 ნოე 202117:09
3 წუთის საკითხავი
 

სახელმწფო ინსპექტორის აპარატის წარმომადგენელი გლდანის ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილთან შევიდა. შესვლამდე მან მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტი მის მიმართ განხორციელებულ შესაძლო ძალადობასთან დაკავშირებით ადვოკატების თანდასწრებით გამოიკითხება

"დღეს დაგეგმილია მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა ადვოკატების მონაწილეობით და ასევე, საჭიროების შემთხვევაში განხორციელდება სხვა შემდგომი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები, როგორიცაა ექსპერტიზის დანიშვმა და ა.შ", - თქვა გიორგი მიქელაძემ.

დღეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა სახალხო დამცველის აპარატიდან შემოსული შეტყობინებისა და სოციალურ ქსელისა და მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, 9 ნოემბერს სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

სააკაშვილი ამბობს, რომ გუშინ, 8 ნოემბერს გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით გადაიყვანეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ უარი თქვა მანქანიდან გადასვლაზე, თუმცა გადაათრიეს მანქანიდან კრიმინალების გინების ქვეშ, გაათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩაარტყეს კისერში.

აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის მიღებისთვის N18 სამკურნალო დაწესებულების მზადყოფნის ხარისხი ორჯერ შეამოწმა. პირველი შემოწმების დროს, ლომჯარიამ თქვა, რომ ვითარება სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს, ასევე, არსებობს გარკვეული რისკები უსაფრთხოების თვალსაზრისით. მეორედ გლდანის ციხის საავადმყოფოს შემოწმება 4 ნოემბერს მოხდა, რა დროსაც სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ საავადმყოფო სრულად ისევ არ შეესაბამება რეკომენდაციებს.


close დახურვა