logo
ENG



გვენეტაძე: მარტიდან ინფლაცია შემცირდება, მაგრამ უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ვვარაუდობდით

10 ნოე 202114:56
3 წუთის საკითხავი
clock 1353
გვენეტაძე: მარტიდან ინფლაცია შემცირდება, მაგრამ უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ვვარაუდობდით

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ამბობს, რომ საქართველოში ინფლაცია უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ეროვნული ბანკი ვარაუდობდა.

გვენეტაძის თქმით, სებ-ი მარტში წლიური ინფლაციის 6%-მდე შემცირებას ვარაუდობდა, თუმცა ნავთობისა და ხორბლის ფასების ზრდის გამო ინფლაციის შემცირება არ იქნება ისეთი, როგორსაც ვარაუდობდნენ.

"მიგვაჩნია, რომ მარტიდან წლიური ინფლაცია შემცირებას დაიწყებს. ის ალბათ უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ადრე ვვარაუდობდით. ჩვენი პროგნოზი იყო, რომ მარტში წლიური ინფლაცია 6%-მდე შემცირდებოდა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ნავთობის ფასებმა გააგრძელეს ზრდა და ამავე დროს ხორბლის ფასებიც იზრდება, შემცირება არ იქნება ისეთი, როგორსაც ვვარაუდობდით" , - ამბობს კობა გვენეტაძე ჟურნალისტებთან

კობა გვენეტაძე ამბობს, რომ ვალუტის კურსის სტაბილურობაც განაპირობებს, იმას, რომ ინფლაცია უფრო მაღალი იქნება.

"მე იმ გადმოსახედიდან ვსაუბრობ, როდესაც ეს პროგნოზები გაკეთდა. იქიდან გამომდინარე, რომ სხვა ფაქტორი ამ შემთხვევაში არ არის და ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი საკმაოდ დიდი ხანია შედარებით სტაბილურია და სხვა ფაქტორებიც არსებობს, ვფიქრობთ, ინფლაცია უფრო მაღალი იქნება. როდესაც განახლდება პროგნოზები, ამას მერე მოგახსენებთ" , - ამბობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.

ინფლაცია ფასთა დონის ზრდაა მსყიდველობითუნარიანობასთან შედარებით. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ამ დროისთვის ინფლაციის მაჩვენებელი საქართველოში 12.8%-ია.

საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმადვე,  განვითარების ამ ეტაპზე საქართველოს ეკონომიკისთვის ოპტიმალურია ინფლაციის 3%-იანი დონე.


close დახურვა