logo
ENG



ფორმულას ინფორმაციით, ბუბა კიკაბიძე ზელენსკისთან სააკაშვილის საკითხის განხილვას აპირებს

10 ნოე 202117:31
3 წუთის საკითხავი
clock 2914

ფორმულას ინფორმაციით, მომღერალი ბუბა კიკაბიძე უკრაინის პრეზიდენტს შეხვდება. ამ მიზნით ის კიევში უკვე გამეგზავრა.

მისი ვიზტის მიზანია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების და სავარაუდოდ, უკრაინისთვის გადაცემის საკითხი პრეზიდენტთან განიხილვა. შეხვედრა ვოლოდიმირ ზელენსკისა და ბუბა კიკაბიძეს შორის ხვალისთვის დაიგეგმა.

ინფორმაცია შეხვედრის შესახებ ფორმულას კიევში მიხეილ სააკაშვილის ოფისის ხელმძღვანელმა, მარია ბარაბაშმა მიაწოდა. 

"მოხარულები ვართ, რომ ბუბა კიკაბიძემ გამოიჩინა სურვილი და უკრაინაში ჩამოვიდა, მისი მიზანია აქ შესაბამის პირებთან ერთად განიხილოს კრიტიკული სიტუაციამ, რომელშიც მიხეილ სააკაშვილს ამყოფებენ, სწორედ ამიტომ ბუბა კიკაბიძე შეხვდება პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და ყველაფერს დეტალურად მოუყვება. ჩვენ გვჭირდება და მადლობელი ვიქნებით პრეზიდენტი ჩარევის, რადგან ახლა პოლიტიკური ჩარევისა და პოლიტიკური ზეწოლის გარეშე ქართული მხარე არაფერს გააკეთებს, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები დაცული იყოს", - ამბობს ბარაბაშა.

ის შეცდომა უწოდებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხის კლინიკაში ძალის გამოყენებით გამოიყვანეს.

ქართული ოცნების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი კი საქართველოში 1-ლ ოქტომბერს დააკავეს. იმავე საღამოს მან შიმშილობა დაიწყო.

ადვოკატები და ექიმები ითხოვდნენ ექსპრეზიდენტის გადაყვანას მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში, ვინაიდან ციხის საავადმყოფოში არ არის საკმარისი აღჭურვილობა, ამასთან, მისი უსაფრთხოებაც არ იქნებოდა დაცული. გლდანის ციხის მე-18 საავადმყოფო შეამოწმა ომბუდსმენმაც და დაასკვნა, რომ აქ არ იყო პირობები პაციენტის მოსათავსებლად

მიუხედავად ამისა, 39-დღიანი შიმშილობის შემდეგ, 8 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი მაინც გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა კადრები, რომელშიც ჩანს, რომ ექსპრეზიდენტი თავის ნივთებს ალაგებს და ციხის თანამშრომლებს თავისი ნებით მიყვება. უწყება ამტკიცებდა, რომ მისი გადაყვანა არ მომხდარა ძალადობრივად. თუმცა, ვიდეოს გავრცელებიდან რამდენიმე წუთში სააკაშვილთან შეხვედრიდან გამოსულმა ომბუდსმენმა განაცხადა, რომ მას მოატყუეს, თითქოს სამოქალაქო კლინიკაში მიჰყავდათ. 

მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ უარი თქვა მანქანიდან გადასვლაზე, გადაათრიეს მანქანიდან კრიმინალების გინების ქვეშ, გაათრიეს მიწაზე და რამდენჯერმე ჩაარტყეს კისერში.

გლდანის ციხის მე-18 საავადმყოფოში ექსპრეზიდენტს პატიმრებმა ე.წ შუმოკი მოუწყვეს - მას ერთხმად აგინეს და შეურაცხყოფა მიაყენეს. 

სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანის საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს. 


close დახურვა