logo
ENG



პროკურორის თქმით, სააკაშვილს სატელეფონო საუბრები კვლავ შეზღუდული აქვს

10 ნოე 202118:14
3 წუთის საკითხავი
 
პროკურორის თქმით, სააკაშვილს სატელეფონო საუბრები კვლავ შეზღუდული აქვს

პროკურორ ჯარჯი წიკლაურის თქმით, ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სატელეფონო საუბრების უფლება კვლავ შეზღუდული აქვს. ამის შესახებ განმარტება მან ჟურნალისტებთან გააკეთა.

"საპატიმრო კოდექსის შესაბამისად მართლმსაჯულების მიზნითა და ლეგიტიმური მიზნით შევზღუდეთ ბრალდებულის გარკვეული უფლება, მათ შორის სატელეფონო საუბრები. ეს შეზღუდვა ძალაშია, რადგან კანონმდებლობის შესაბამისად ჩვენ გვაქვს ამის უფლება და ვიყენებთ ამ შეზღუდვას, შესაბამისად მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე", - განაცხადა წიკლაურმა.

ნოემბერის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა. გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიამ - ლია ორკოდაშვილმა, ნინო ელიეშვილმა და მაია ქოქიაშვილმა მიიღო. 

საქმის განხილვა 29 ნოემბერს გაგრძელდება. 

ადვოკატმა ბექა ბასილაიამ თქვა, რომ სასამართლო ელოდება, როდის დამძიმდება მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური მდგომარეობა ისე, რომ სასამართლოში მისვლა ვერ შეძლოს. 

დღევანდელ პროცესზე, რომელიც 4 საათს გაგრძელდა, მოსამართლემ უარი თქვა, მიხეილ სააკაშვილი პროცესზე დისტანციურად ან ტელეფონით ჩართულიყო. ნინო ელიეშვილის თქმით, ყოფილ პრეზიდენტს ამის საშუალება შემდეგ პროცესზე მიეცემა. 

სასამართლოს დარბაზში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანაზე უარი განაცხადა იუსტიციის სამინისტომ. მათი განცხადებით, გადაყვანის დროს "შესაძლოა მომხდარიყო დესტრუქციული ქმედებები 500-600 მანქანის მონაწილეობით". 


close დახურვა