logo
ENG



საძაგლიშვილი: კადრებში ჩანს არაადამიანური მოპყრობის ფაქტი

11 ნოე 202114:17
3 წუთის საკითხავი
 

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი ამბობს, რომ პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებში არაადამიანური მოპყრობის ფაქტი ჩანს. როგორც საძაგლიშვილი განმარტავს, კადრებიდან ჩანს, რომ სააკაშვილისთვის მიუღებელი იყო გლდანის დაწესებულებაში გადაყვანა, რა დროსაც მას წინააღმდეგობის გაწევა სცადა.

"კადრებზე ნათლად ჩანს არაადამიანური მოპყრობის ფაქტი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობდით ეს დღეები და ახლა იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული კადრებით ჩანს, როგორც ცდილობს პენიტენციური სამსახური ღირსება შეულახოს საქართველოს მესამე პრეზიდენტს და ისე ახდენს მის იძულებით მოთავსებას მე-18 დაწესებულებაში", - აცხადებს ადვოკატი.

სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს ვიდეოკადრებს, სადაც ჩანს, რომ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის კლინიკაში ძალის გამოყენებით გადაჰყავთ. 

კადრებში ჩანს, რომ რამდენიმე ადამიანი პალატაში შეყვანამდე მიხეილ სააკაშვილს მთელი გზის განმავლობაში მიათრევს. 8 ნოემბერს კლინიკაში გადაყვანის შემდეგ, სააკაშვილმა თქვა, რომ მოატყუეს, თითქოს სამოქალაქო იკლინიაში მიჰყავდათ. კადრებიდან იკვეთება, რომ პალატაში შეყვანისას ყოფილი პრეზიდენტი თანამშრომლებს სიტყვიერად დაუპირსპირდა. 


close დახურვა