logo
ENG



სუს-თან აქციის მონაწილეებს კორპუსიდან ბეტონის ნატეხები ესროლეს, დაშავდა 2 ადამიანი

11 ნოე 202115:56
3 წუთის საკითხავი
clock 1094
ფოტო: ფორმულა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მიმდინარე აქციაზე მომიტინგეების მისამართით საცხოვრებელი კორპუსიდან ბეტონის ნატეხები ისროლეს. 

არსებული ინფორმაციით, ორი ადამიანი დაშავდა, მათ თავი აქვთ გატეხილი. 

"მე-6 სართულიდან ისროლეს. ბეტონის ნატეხი გადმოაგდეს. მოვასწარი ახედვა და დავინახე. ნაკერები დამადეს", - ამბობს ერთ-ერთი დაშავებული. 

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია ადგილზე შეკრებილ პოლიციას მყისიერი რეაგირებისკენ და გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა. 

აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეები ვაჟა-ფშაველას ძეგლთან შეიკრიბნენ და მსვლელობით ე.წ. მოდულის შენობასთან გადაინაცვლეს. მსვლელობის დროს მათ კორპუსებიდან კარტოფილები დაუშინეს, რომლებიც ჟურნალისტებს მოხვდათ. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.  მომიტინგეებს საქართველოს დროშები და ბანერები აქვთ მიტანილი, წარწერებით: "თავისუფლება მიშას!", "შეწყდეს პოლიტიკური შურისძიება", "ყველა ერთისთვის" და სხვა. აქციის მონაწილეები სკანდირებენ: "მიშა! მიშა!". აქციაში ასევე ოპოზიციის ლიდერები მონაწილეობენ. 

​ადგილზე დიდი რაოდენობით პოლიციელია მობილიზებული. ამ დროისთვის ე.წ. მოდულის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაკეტილია. 

 

 


close დახურვა